ჯენინის საავადმყოფოში ჰამასის ბოევიკების ლიკვიდაცია მოხდა

30 იანვარი 2024, 14:14 408 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯენინის საავადმყოფოში „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა. ისინი იბნ სინას საავადმყოფოში იმალებოდნენ და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ - ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამხედროებმა დაადგინეს ერთ-ერთი ლიკვიდირებული ვინაობა. იგი  27 წლის  მუჰამედ ჯალამნეა, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები ჰამასის შტაბ-ბინასთან საზღვარგარეთ და გეგმავდა 7 ოქტომბრის მსგავს სისხლიან თავდასხმას. დანარჩენი ორი ადგილობრივი ბოევიკი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი