რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის მარტის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთხმად დაამტკიცა პუტინის კიდევ 198 ნდობით აღჭურვილი პირი.
საერთო ჯამში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვლადიმერ პუტინის 544 ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავს რეგისტრირებული.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: რუსეთის პრეზიდენტობისთვის, ამ დროისთვის, 11 ადამიანი იბრძვის.