ირანი უარყოფს ამერიკულ ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას 

29 იანვარი 2024, 14:01 408 ნახვა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა უსაფუძვლო უწოდა ბრალდებებს, რომ ირანი მონაწილეობდა თავდასხმაში, რომლის დროსაც სირიის საზღვართან ახლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში  სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.    

აშშ-ს პრეზიდენტმა დაადანაშაულა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ამერიკულ ბაზაზე  დრონებით თავდასხმაში, რაც პირველი გამანადგურებელი დარტყმა იყო აშშ-ის სამხედრო ძალებზე ოქტომბერში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი