როგორ მუშაობს ე.წ. „დიარჯი"-ს სისტემა 

27 იანვარი 2024, 14:29 490 ნახვა

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის ბრალდებებს, რომ დიარჯი პროგრამით 15 დეკემბრიდან აღარ ფინანსდება ოფთალმოლოგიური ოპერაციები - ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებით პასუხობენ და უსაფუძვლოს უწოდებენ.

უწყებაში გვითხრეს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 16 სახის  ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს. მათი განცხადებით შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურალო მედიკამენტებიც.

რაც შეეხება კატარაქტას - აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დიაგნოზი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც „დიარჯი“ პროგრამამ სამშობიარო სახლებს და კლინიკებს შეუქმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი