ტრამპმა ელიზაბეთ ჯინ კეროლს 83.3 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს

27 იანვარი 2024, 11:18 335 ნახვა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ იორკის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე 83  მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. აღნიშნული თანხიდან 65 მილიონი ჯარიმა, 18 მილიონი კი ზარალის კომპენსაციაა.

საქმე ეხება სექსუალური ძალადობის ბრალდებას, რომლის შესახებაც მწერალმა 2019 წელს განაცხადა და აღნიშნა, რომ მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ  ოთახში ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. ბრალდებას დონალდ ტრამპი უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად გამოიგონა, რის გამოც, მწერალმა ჯინ კეროლმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი ცილისწამების ბრალდებითაც შეიტანა.

სასამართლომ ტრამპი გასული წლის მასში სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში