პოლონელი ჟურნალისტის ტომაშ ვლოდარჩიკის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე იტალიურ „კრემონეზეს“ შეუერთდება. 28 წლის ფეხბურთელი "კრაკოვიას“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ელაპარაკება. თუმცა მისით იტალიური კრემონეზეა დაინტერესებული, რომელიც სერია A-ში დაბრუნებისთვის იბრძვის.
თუ ფეხბურთელი და პოლონური კლუბი ვერ შეთანხმდებიან, კაკაბაძეს ივნისში „კრემონეზეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეუძლია“ - წერს პოლონელიჟურნალისტი.
ოთარ კაკაბაძე პოლონურ კლუბში 2021 წლის ზაფხულში „ტენერიფედან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მას ეროვნულ გუნდში 58 მატჩი აქვს ჩატარებული.