ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა

25 იანვარი 2024, 20:18 508 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა. მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის დევნა და ის ქმედებები დასახელდა, რომლებმაც ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის განდევნა გამოიწვია. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტის შესახებ დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას წყვეტს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში