რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბრიფინგი

25 იანვარი 2024, 14:11 465 ნახვა

ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მოლოდინები ჯერ-ჯერობით არ მართლდება - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, წელს მოსალოდნელზე ნაკლები ტურისტია ჩამოსული, რასაც უკრაინაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში არასტაბილური ვითარება განაპირობებს.

ასევე პრობლემას ქმნის გაბერილი ფასები, რასაც ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს კურორტებზე არსებული ინფრასტრუქტურა და მომსახურება არ შეესაბამება.

შეუსაბამო ფასები მათ შორის საკვებზე აზარალებს ქვეყანას და ტურიზმის სფეროს, რის გამოც ასოციაციის თავმჯდომარე ბიზნესმენებს მოუწოდებს დამსვენებლებს რეალური  ფასები შესთავაზონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი