ირანელი ჟურნალისტის ვიდეომიმართვა

25 იანვარი 2024, 09:10 2396 ნახვა

ირანული წარმოშობის ამერიკელმა ჟურნალისტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ირანში ერთი დღით ადრე 23 წლის მოჰამედ ღობადლუს სიკვდილით დასჯის პროტესტის ნიშნად  შიმშილობას იწყებს.

სამშაბათს ირანში  ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასაჯეს ახალგაზრდა, რომელმაც 2022 წელს მასობრივი პროტესტის დროს  ავტომობილით  გადაუარა აქციის მონაწილეებს.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი, 5 ადამიანი კი დაშავდა.

ჟურნალისტის თქმით,  61 ირანელი პოლიტპატიმარი ქალი ხვალიდან შიმშილობას გეგმავს, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს  ყველა იმ პოლიტპატიმრს, რომლებიც ახლა სიკვდილით დასჯას ელოდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი