აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას

25 იანვარი 2024, 10:31 499 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ  ელოდება, რომ თურქეთის პრეზიდენტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ამ პროცესის ოფიციალურად დასასრულებლად.

ამასთან, როგორც პატელმა აღნიშნა, თურქეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და აშშ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესს უნგრეთისგანაც ელოდება.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი