მონღოლეთში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა 

24 იანვარი 2024, 09:40 421 ნახვა

მონღოლეთის დედაქალაქში ბუნებრივი აირის  ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად  გაჩენილი  ხანძარი  რამდენიმე მიმდებარე შენობას, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსს მოედო.

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მეხანძრე 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაშავდა 11 ადამიანი.  

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  600-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 100 ერთეული იყო ჩართული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი