ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის განცხადებით, სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.
ისინი დროებით სკოლის სასპორტო დარბაზში გადაიყვანეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ.
დღეს დილისთვის სტიქიის ზონაში ათას 104 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, ყველაზე მძლავრი 5,7 მაგნიტუდის იყო, რომელიც წინა ეპიცენტრიდან 2,2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.