შერეული ორთაბრძოლები - ემელიანენკო VS ტაისონი 

24 იანვარი 2024, 10:15 357 ნახვა

შერეული ორთაბრძოლების ვეტერანმა ფიოდორ ემელიანენკომ მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონთან, მაიკ ტაისონთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

ემელიანენკო აცხადებს, რომ შეთანხმება მიღწეულია და, დიდი ალბათობით, ორთაბრძოლა გაიმართება.

„იგეგმება, რომ ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართება. ტაისონისა და ჩემმა წარმომადგენლებმა მოლაპარაკების რამდენიმე ეტაპი გაიარეს. ბრძოლა კრივის წესებით წარიმართება.

შეთანხმება ორივე მხარეს შორის მიღწეულია და დარჩა ფინანსური საკითხების მოგვარება. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება - აცხადებს ემელიანენკო“.

ტაისონი ორმოცდაჩვიდმეტი წლისაა, ემელიანენკო  ორმოცდაშვიდის. ამერიკელმა კარიერა 2005 წელს დაასრულა, რუსმა კი ბოლო ბრძოლა 2023 წელს გამართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში