ქართველი მოფარიკავეების წარმატება თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე

23 იანვარი 2024, 15:35 466 ნახვა

თურქეთის ქალაქ ტრაბზონში 10, 12 და 14 წლამდე მოზარდ დაშნით მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. დანილ ტარასკინმა, ქობულეთის ფარიკაობის კლუბ “აჭარის ჩემპიონების” წევრმა, 12 წლამდე ბიჭებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე ასაკში რვა საუკეთესოს შორის იასპარეზა ლევან დიასამიძემ. 14 წლამდე გოგონათა შორის მეორე ადგილზე თბილისელი ანამარია ანთიძე გავიდა, საუკეთესო რვა სპორტსმენში მოხვდა კატერინა ცუცქირიძე. 10 წლამდე გოგონათა შორის, თბილისელმა ელისაბედ არჩვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი