რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

23 იანვარი 2024, 11:36 463 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი, ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, დაშავდა 28. 

„ოკუპანტებმა ხარკოვის კიევის რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ", - დაწერა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი გაზსადენი დაზიანდა. 

უკრაინის შსს-ს ცნობით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და პეჩერსკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი