ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia იწყებს.
2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.
ავიარეისები 20 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.