საბა გოგლიჩიძე ოფიციალურად გახდა "ემპოლის" ფეხბურთელი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სერია A-ს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. საბა საზონოვის, ივა გელაშვილისა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ გოგლიჩიძე მეოთხე ქართველი მცველია, ვინც იტალიური კლუბის მაისური მოირგო. „ემპოლი“ 20 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ში ბოლოსწინა ადგილზეა.