22 მედალი საქართველოს - ეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მიღებული შედეგია. ანრი დელანის გრან პრიზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთ თვეში ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატი ელოდება.