ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან მძევლების გათავისუფლება მოითხოვეს

22 იანვარი 2024, 11:48 385 ნახვა

მორიგი აქცია ისრაელში. იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მძევლების ოჯახებმა და მათმა მხარდამჭერებმა ისრაელის მთავრობას მოუწოდეს უზრუნველყოს ჰამასიის ტყვეობაში მყოფი მათი ახლობლების გათავისუფლება და სახლებში დაუყოვნებლივ დაბრუნება. 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ გატაცებული მძევლებიდან 100-ზე მეტი ნოემბერში ერთკვირიანი ზავის დროს გაათავისუფლეს. ისრაელის თქმით, ღაზაში ჰამასის ტყვეობაში 132 ადამიანი, რომელთაგან 27 უკვე დაიღუპა. ნეთანიაჰუ უარს ამბობს ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ ჰამასის პირობებზე, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის სრულ გაყვანას და ჰამასის ხელისუფლებაში დატოვებას გულისხმობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი