იტალიაში ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

22 იანვარი 2024, 10:19 347 ნახვა

იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ძებნილი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამომძიებლები თვლიან, რომ მათ დაადგინეს ყველა პირი, ვინც 5 იანვარს მომხდარ ჩხუბში იყო ჩართული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მკვლელობიდან 24 საათში დაკავებული ქართველია.

პიზაში ტუნისელი ახალგაზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 32 წლის მოქალაქე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს, ის შინაპატიმრობაში იმყოფება.  სამართალდამცავები მკვლელობის საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში