ხანძრისას დაზარალებულ ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო

21 იანვარი 2024, 15:08 647 ნახვა

ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი სახსრები გამოიყოფა, ასევე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ქალს ყველა სამედიცინო სერვისი დაუფინანსდება - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

სხეულის მძიმე დამწვრობით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს, 24 წლის ქალი. ოჯახის ახლობლების თქმით ახალგაზრდას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

შემთხვევა გუშინ ბათუმში სვიშევსკის 169 ნომერში მოხდა. შაინიძეების 4 წევრიან ოჯახში ხანძარი გაჩნდა. 

სახლში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია ისინი სახლში გაეწერნენ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი