საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ

20 იანვარი 2024, 10:26 431 ნახვა

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ. იურიდიულად განისაზღვრება ცნება – „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი - ინფორმაციას ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი’’ ავრცელებს. 

ამასთან, მედიის ცნობით, კონკრეტული ზომები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აღრიცხვას აიძულებენ, დოკუმენტში არ არის მითითებული. 

გარდა ამისა, ეს გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნას, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

ამასთან, მოსკოვის აეროპორტებში, ექსპერიმენტის სახით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დნმ-ის ანალიზს აუღებენ და ჩაწერენ მის ხმას“, – წერს რუსული მედია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი