ახალი სათავგადასავლო მარშრუტები

19 იანვარი 2024, 11:15 386 ნახვა

25 მარკირებული  მარშრუტი და 5 ახალი ტურისტული მიმართულება აჭარაში. ადრენალინის და ექსტრემის მოყვარულებს მთიანი აჭარის სოფლების მიმართულებით ახალი სათავგადასავლო მარშრუტები ელოდებათ. 

ახალ ტურისტულ ლოკაციებზე მისულ ვიზიტორებს ადგილზე საოჯახო სასტუმროები, გლამფინგი,  კოტეჯები და საპიკნიკე ლოკაციები  დახვდებათ.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ სოფლებში არსებულ ჩანჩქერებთან დაკავშირებით დაინტერესება გაიზარდა, რის გამოც მთებში არსებული ჩანჩქერების შესწავლა და აღრიცხვა 2024 წელსაც გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში