„ბორჯღალოსნებს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ 

19 იანვარი 2024, 10:20 475 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი უხელმძღვანელებს. ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კოკერილი ამავდროულად „შავი ლომის“ მწვრთნელიც იქნება.

ინგლისელი სპეციალისტი სეზონის დასაწყისში ფრანგული კლუბის, „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში წარუმატებელი თამაშის გამო გასული წლის 21 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კოკერილი თამაშობდა „ქოვენთრის“, „ლესტერისა“ და „კლერმონის“ შემადგენლობაში, ინგლისის ნაკრებში 27 მატჩში სამი ლელოს დადება მოახერხა.

2005 წლიდან კოკერელმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. თავიდან „ლესტერში“ ფორვარდებს ავარჯიშებდა, მთავარ მწვრთნელად უმუშავია „ტულონში“, „მონპელიესა“ და „ედინბურგში“.

„მონპელიეში“ დანიშვნამდე კოკერილი ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი გახლდათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი