საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება - დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს.
ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.
დღესასწაულის გამო, 19 იანვარი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.