აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. აჭარის მთვარობის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია - 36 ათას 893 ტონა სტანდარტული მანდარინი.
გადამუშავდა 11 ათას 288 ტონა არასტანდარტული ციტრუსი, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 მილიონ 822 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
წელს ციტრუსის სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო საექსპორტო მანდარინს ციტრუსის ექვსი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. მოქმედებს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი.