საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 

18 იანვარი 2024, 10:08 329 ნახვა

თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრებაში 59 სპორტსმენი მონაწილეობდა – 28 ვაჟი და 31 გოგონა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. გოგონებში თეა ღვინჩიძემ გაიმარჯვა, ხოლო კაცებში –თემურ მაკიევმა.

შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც თებერვალში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს 18-მეტრიან დისტანციაზე, ხოლო მაისში გერმანიაში – ევროპის ჩემპიონატზე 70-მეტრიან დისტანციაზე, სადაც ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდებიან. ივნისში ანთალიაში ასევე დაგეგმილია მსოფლიო თასი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში