საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო თბილისმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. დედაქალაქური კლუბი 27 იანვრამდე თბილისში, დიღმის ბაზაზე მოემზადება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრება.
კარასკოს გუნდის თურქული შეკრება 20 თებერვლამდე გაგრძელდება და ამ დროში დინამო ხუთ ტესტ მატჩს გამართავს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონების მეტოქეები ბოჰემიანსი, ზორია, ვალმიერა, კიევის დინამო და ბელცი იქნებიან.