ღოღობერიძე ჯერ არ დაუკითხავთ

12 მარტი 2017, 00:00 2378 ნახვა

,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას ინტენსიურად აწვდიდა მოსახლეობა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიციის მიმართ მათ პრეტენზიები ჰქონდათ.  ღოღობერიძე აცხადებს, რომ მან კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხელისუფლებას, ასევე გენ-ინსპექციას, თუმცა ამ დრომდე ის არ დაუკითხავთ. მერაბ ღოღობერიძე რამდენიმე დღის  წინ ითხოვდა გადამდგარიყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ამ მოთხოვნით მან აქციაც გამართა. ბრალდებები აქვთ ერთიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის მიმართ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ 11 მარტის აქციის ორგანიზატორი სწორედ მერაბ ღოღობერიძეა

ამავე კატეგორიაში