უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა

12 იანვარი 2024, 10:15 464 ნახვა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა.

რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნჰენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით. გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც.

უამინდობის გამო გაუქმდა ფრენები „გოგჩენის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებითაც, რომლებიც ავიაკომპანია „პეგასუსისა“ და „თურქიშ ეარლაინსის“ კუთვნილ თვითმფრინავებს უნდა შეესრულებინათ.

„თურქიშ ეარლაინსის“ დაგეგმილი ერთ-ერთი რეისი, თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო და ფრენას მგზავრები აეროპორტში ელოდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი