საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა. ის ამ პოსტზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.
გაბრიელ ატალი 2023 წლის ივლისიდან საფრანგეთის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.
ახლა გაბრიელ ატალმა ემანუელ მაკრონს უნდა წარუდგინოს წინადადება მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის.
პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ელიზაბეტ ბორნმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.