სტატისტიკის სამსახურმა 2023 წელი შეაჯამა

09 იანვარი 2024, 14:10 421 ნახვა

2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. აღმასრულებელილი დირექტორის განცხადებით შეიქმნა ახალი პორტალები და გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობაც.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, გოგიტა თოდრაძის  განმარტებით, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 6,9 %-ია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის, მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო სექტორებმა.

2023 წლის ცხრა თვეში კი  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22 %-ით  შემცირდა. 

წელს საქსტატი საქართველოს  მოსახლეობის აღწერას ჩაატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი