იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტი მსხვერპლი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც მიწისძვრამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძრის გაჩენამ ადგილობრივი ტურისტული ბაზარი გაანადგურა.
ადგილობრივმა პრეფექტურამ 323 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადა. ვაჯიმაში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი სამართალდამცველები ჩაერთნენ.
ვაჯიმას ბაზრის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 შენობა განადგურდა. იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა.