ბრიფინგი” ნაციონალური მოძრაობის” ოფისში

12 მარტი 2017, 00:00 3436 ნახვა

“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელს ადანაშაულებენ აქციის ორგანიზებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.  აცხადებენ, რომ ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიასთან დაწყებული აქცია, რომელიც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოსთან გადაინაცვლა,  მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით სუსის აგენტია.  ოპოზიცია მომხდარს ემიჯნება და პასუხისმგებლობას მათი შეფასებით ვანდალურ ფაქტზე ხელისუფლებას აკისრებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ოპონენტებს პასუხობენ და მათ ოპოზიციის მიერ აქციის ორგანიზების კონკრეტული ფაქტის დასახელებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ხელისუფლება მომხდარი ფაქტის ოპოზიციისთვის გადაბრალებას უსაფუძვლოდ ცდილობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი