„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოვების 81-ე ცერემონია გაიმართა

08 იანვარი 2024, 14:51 533 ნახვა

კალიფორნიაში კინო პრემიის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 81-ე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის „ოსკარის“ დაჯილდოების წინ გენერალურ რეპეტიციად ითვლება, კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები შეიკრიბნენ, რათა 2023 წლის კინოს და სერიალების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღნიშვნა მომხდარიყო. „ოქროს გლობუსი“ მიიღო „ატომური ბომბის მამაზე“ გადაღებულმა ფილმმა. კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰეიმერი“ საუკეთესო დრამატულ ფილმად დაასახელეს, ხოლო ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა კილიან მერფიმ პრიზი აიღო კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. საუკეთესო ანიმაციურ ფილმად ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ფრინველი“ ,საუკეთესო რეჟისორად კრისტოფერ ნოლანი, საუკეთესო მსახიობ ქალად ემა სტოუნი დასახელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი