ქედაში დამეწყრილი ადგილები იწმინდება. დიდი და მცირე მეწყერი შიდა საუბნო გზებზე ჯამში 35 ლოკაციაზე განვითარდა, ძირითადად დანდალოს, ცხმორისისა და მერისის თემის სოფლებში. როგორც ქედის მერიაში განმარტავენ, სოფლის ცენტრებთან გადაადგილება შეფერხებული არ არის. სამუშაოებში, რომლებიც, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება, 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული. რაც შეეხება ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, სოფელ გულების მონაკვეთს, აქ მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება უსაფრთხოა.