იტალიის ალპებში ზვავის შედეგად ორი ტურისტი დაიღუპა

08 იანვარი 2024, 12:02 462 ნახვა

იტალიის სამთო სამაშველო ჯგუფებმა შვეიცარიის საზღვართან ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ორი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი თოვლში იყო დამარხული, ხოლო მეორეს ცხედარი 2200 მეტრის სიმაღლეზე ზვავის შემდეგ პიემონტის რეგიონში ტბიდან ამოიღეს.

ძლიერი ქარის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენით გაიგზავნა. დაკარგულთა პოვნაში მაშველებს სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლიც დაეხმარა. ადგილობრივი ხელისუფლება ზვავში მოყოლილთა ვინაობას არ ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში