ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ღაზის სექტორში მდებარე ალ-აქსას ჰოსპიტალს ეწვივნენ, განაცხადეს, რომ საავადმყოფოში, რომელშიც ბევრი დაშავებულია მოთავსებული, მედპერსონალის ნაკლებობაა. ისინი სამედიცინო ცენტრების დაცვას მოითხოვენ. ალ-აქსას საავადმყოფო გადამწყვეტ როლს თამაშობს ღაზის სექტორში სიცოცხლისთვის ყველაზე საჭირო დახმარების აღმოსაჩენად-განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ის უნდა ფუნქციონირებდეს და თავისუფალი უნდა დარჩეს ნებისმიერი სამხედრო მოქმედებებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა შონ კეისიმ თქვა, რომ ევაკუაციის ბრძანებისა და საშიში სიტუაციის გამო კლინიკაში დარჩა მხოლოდ ხუთი ექიმი. მანვე დასძინა, რომ ჯანმო განიხილავს გადაუდებელი დახმარების მიზნით პერსონალის მივლინებას ალ-აქსის საავადმყოფოში.