საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
შობის დღის მთავარი და განუყოფელი ნაწილია საზეიმო მსვლელობა - ალილო, რომელიც თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
ალილო გაიმართა ბათუმში. შობის მახარობლებმა ქუჩები ლოცვითა და გალობით შემოიარეს და დღესასწაული თანაქალაქელებს მიულოცეს.
შობას ზეიმობდნენ ქობულეთის ქუჩებში.