სვანეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია 

06 იანვარი 2024, 12:01 362 ნახვა

მესტიის მიმართულებით უკვე მეორე დღეა ავტომობილები შეუფერებლად გადაადგილდებიან. იქ, სადაც კლდე ჩამოიშალა ამ დრომდე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და პოლიცია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიას აკონტროლებს.

გეოლოგებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს და მათი განცხადებით გზაზე არსებული დიდი ლოდები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნდა აფეთქდეს.

ცნობისთვის, ხაიში-მესტიის გზაზე კლდის მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა, რის გამოც ტერიტორიაზე გადაადგილება პერიოდულად შეზღუდული იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში