ჰესბოლას განცხადება ისრაელის წინააღმდეგ

06 იანვარი 2024, 10:10 479 ნახვა

რადიკალური ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეჰ ალ-არურის მოკვლისთვის ემუქრება. ჰასან ნასრალას განცხადებით, ლიბანისთვის ისტორიული შესაძლებლობაა გაათავისუფლონ „ისრაელის მიერ ოკუპირებული მიწები“.

ნასრალამ აღნიშნა, რომ თუ ახლა ალ-არურის მკვლელობაზე გაჩუმდებიან, მაშინ მთელი ლიბანი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

აქვე მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით და თავი დააღწიოს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების ყოფნას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი