საახალწლო კონცერტი გაიმართა ქედაში. ნაძვის ხის მიმდებარედ ჩატარდა კონცერტი, სადაც სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ასევე საახალწლო რეპერტუარით წარსდგნენ მოწვეული შემსრულებლები: ზუკა ხუციშვილი და ბენდი, ნატო გელაშვილი,ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ირინა ბაირამაშვილი და თიკა ჯამბურია. პარალელურად გაიმართა საბავშვო აქტივობები, რომლებიც წვიმის გამო სპორტსკოლაში ჩატარდა. გაიმართა ორკესტრის შოუ, მულტფილმის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან შეხვედრა. პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო გამოფენა- გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. „ახალი წლის დღეები საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.