''თიბისი'' ბანკზე თავდამსხმელს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მას ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
37 წლის კაცი თბილისში, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ორი დღის წინ შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა იგი მალევე დააკავეს.