თურქეთში მოსადთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

03 იანვარი 2024, 11:00 452 ნახვა

თურქეთის პოლიციამ დააკავა 34 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და თურქეთში მცხოვრები უცხოელების თავდასხმებში. ამის შესახებ თურქეთის  ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. 

სულ იდენტიფიცირებული იყო 46 ადამიანი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ისრაელის დაზვერვასთან, თუმცა  ნაწილს თურქეთის ტერიტორია უკვე დატოვებული აქვს. გამოძიების ფარგლებში პოლიციის რეიდი თურქეთის  რვა პროვინციაში  57 ადგილზე ჩატარდა. 

ეჭვმიტანილები თავდასხმისა და გატაცების მიზნით უთვალთვალებდნენ  თურქეთში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს -  განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

გასულ თვეში თურქეთის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს ისრაელი "სერიოზული შედეგების" შესახებ, თუ ის შეეცდებოდა ჰამასის ბოევიკების დევნას, რომლებიც პალესტინის ფარგლებს გარეთ, მათ შორის თურქეთში ცხოვრობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი