„მაგნოლია 2023“

27 დეკემბერი 2023, 12:03 631 ნახვა

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ბათუმში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესოდ შეფასებული 14 ნომინანტი გახდა გამარჯვებული. აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს : “ეთნოფორი” , “ერთი დღე სოფელში” და “გასტრო მოყვარული”. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის გიდი, რომელიც რომან ხალვაში გახდა. „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი