დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

26 დეკემბერი 2023, 15:25 595 ნახვა

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს. დაბალ ზონაში კი 50 - 60 სანტიმეტრია. გადაადგილების მხრივ პრობლემები ისევ რჩება. ამასთან დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები. ხულოს მერიაში ამბობენ, რომ დილიდან იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, დაბა და მიმდებარე ქუჩები. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის შუქი მთელ მუნიციპალიტეტშია გათიშული. მერის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა და დღის ბოლომდე შუქი ეტაპობრივად უნდა ჩაირთოს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი