ისრაელის თავდაცვა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იტყობინება და სექტორის დანარჩენ ტერიტორიაზე ოპერაციის გაფართოებისთვის ემზადება.
ცაჰალმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკში „ჰამასის“ კიდევ ერთი გვირაბის აღმოჩენის შესახებ გაავრცელა ცნობა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აღმოჩენილი გვირაბის ორ ქსელს ჰქონდა მრავალი ფილიალი, რომლებსაც „ჰამასი“ სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებდა. მათ შორის იყო რამდენიმე გვირაბი, რომლებიც ახლომდებარე სკოლისა და საავადმყოფოს ქვეშ გადიოდა.
როგორც ცნობილია, გვირაბების ქსელი, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მინიმუმ 12 ქალი და 7 ბავშვია.