საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში დასრულდა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, ტურნირის საუკეთესო მებრძოლის და ჩემპიონის ტიტული ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა ლაშა ოზბეთელაშვილმა მოიპოვა. დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც მომავალ წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აქვე გეტყვით, რომ აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონტაქტურ კარატეში ლევან ცინცაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ახალგაზრდულ ნაკრებს კი ლაშა ხაჭაპურიძე გაწვრთნის.