საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოხმარდება.