ხავიერ კოლომინას ბრიფინგი

20 დეკემბერი 2023, 11:43 396 ნახვა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ისტორიული პროცესია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ის ასევე დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმაროს საქართველოს, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხავიერ კოლომინას თქმით, საქართველომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველოს მიმართ მოთხოვნები კვლავ იგივეა. „ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იყო ფუნდამენტური პარტნიორი კავკასიაში, კავკასიის სტაბილურობაში, შავი ზღვის სტაბილურობაში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-ს ევროატლანტიკური სტაბილურობისთვის. -აღნიშნა კოლომინამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში